საქართველოს 16 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა მიმდინარე ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის მონაწილე ,,ქუთაისისა’’ და ,,დინამოს’’ წყვილმა მეორე შეხვედრა ჩაატარა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ,,ქუთაისს’’ ჰქონდა მოგებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმერლებს ფინალში გასასვლელად დღევანდელი მატჩის მოგებაც ჰყოფნიდათ. დაძაბული შეხვედრა ,,დინამომ’’ მოიგო 79:77 და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
დღევანდელი დაპირისპირების პირველი მეოთხედი ფრედ 22:22 დასრულდა. მეორე მეოთხედმა სტუმართა სრული უპირატესობით ჩაიარა, რომლებიც პირველი ტაიმის შემდეგ 13 ქულის სხვაობით 48:35 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში ,,ქუთაისი’’ ბევრს ეცადა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 31 ქულა მასპინძელთა კალათბურთელმა პაპუნა კირთაძემ დააგროვა. სტუმართა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ირაკლი კილაძემ (24 ქ. 16მ) და გიორგი ბიგანიშვილმა (24ქ. 13მ) შეიტანეს, რომლებიც ყველაზე შედეგიანები იყვნენ.
როგორც პირველ (,,ორბი’’-,,აკადემია’’), ისე მეორე წყვილში ფინალისტის ვინაობას მესამე, დამატებითი შეხვედრა დაასახელებს.







