ფეხბურთი

19:57 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონტე "ჩელსიში" ბედნიერია

ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ანტონიო კონტე წინასასეზონო მზადებას ივლისის დასაწყისიდან დაიწყებს. როგორც Sky Sports-ს სანდო წყარომ დაუდასტურა, იტალიელი სპეციალისტი კლუბში თავს კარგად გრძნობს და ამ ზაფხულს არსად წავა.

ბრიტანულ მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კონტე კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა და თანამდებობის დატოვება უნდა. Sky Sports-ის წყარომ კი ამ ფაქტს სიცრუე უწოდა და ინგლისის ჩემპიონი მზადებას კვლავ ანტონიო ხელმძღვანელობით დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118503