კალათბურთი

0:16 | 17.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რასელის მორიგი აღიარება

“ბოსტონ სელტიქსის” 83 წლის ლეგენდა ბილ რასელი ახალდაარსებული ჯილდოს - “ცხოვრებისეული მიღწევების” მედლის პირველი მფლობელი გახდება. აღნიშნულ ინფორმაციას USA Today ავრცელებს. წყაროს ცნობით, დაჯილდოების ცერემონია ივლისის ბოლოს გაიმართება.

ბილ რასელი ნბა-ს 11-გზის ჩემპიონია (1957, 1959-1966, 1968, 1969), სეზონის MVP-ის წოდების 5-გზის მფლობელი, “ოლ სტარის” 12-გზის მონაწილე და მელბურნის 1956 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.

0.120889