კალათბურთი

0:35 | 17.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიტველები - სრული შემადგენლობით

ევრობასკეტ 2017-ზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქის, ლიტვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაინიუს ადომაიტისმა წინასწარი 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ლიტვის ნაკრებს ევრობასკეტ 2017-ზე გუნდის ლიდერები ეყოლებიან - “ტორონტოს” ცენტრი იონას ვალანჩუნასი, “ნიუ ორლეანის” ფორვარდი დონატას მონტეიუნასი და “ოკლაჰომას” ფორვარდი დომანტას საბონისი.

მცველები: მარტას კალნიეტისი, ლუკას ლეკიავიჩუსი, ადას იუშკევიჩუსი, მარტინას გეციავიჩუსი, მარიუს გრიგონისი, მინდაუგას გირჯუნასი;

ფორვარდები: მინდაუგას კუზმინსკასი, არტურას მილაკნისი, იონას მაჩიულისი, ედგარას ულანოვასი, დონატას მონტეიუნასი, დომანტას საბონისი, დევიდას გაილუსი, როკას გიდრაიტისი;

ცენტრები: იონას ვალანჩუნასი, არტურას გუდაიტისი, ევალდას კაირისი, მარტინას სადჯიუსი.

ევრობაკსეტ 2017-ზე საქართველოს ნაკრები ბ ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მასპინძელ ისრაელს, უკრაინას, ლიტვას, იტალიასა და გერმანიას დაუპრისპირდება. საქართველოს პირველი მეტოქე სწორედ ლიტვის ნაკრებია, მატჩი 31 აგვისტოს გაიმართება.

0.117603