ლა ლიგა 2-ში გავარდნილი “ხიხონი” 63 წლის სპეციალისტმა პაკო ერერამ ჩაიბარა. აღნიშნული ინფორმაცია ასტურიული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ახალი მწვრთნელის წარდგენა 19 ივნისს “ელ მოლინონზე” ადგილობრივი დროით 13:00 საათზე მოხდება. ერერა “ხიხონს” ორი სეზონის განმალობაში უხელმძღვანელებს და ეცდება, რომ კლუბი ლა ლიგაში დააბრუნოს.
ერერა გასულ სეზონში “ვალიადოლიდის” დამრიგებელი გახლდათ.