კალათბურთი

23:37 | 15.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,ორბმა’’ ანგარიში გაათანაბრა

დღეს, საქართველოს 16 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში მოასპარეზე, რეგულარული პირველობის გამარჯვებულმა ,,ორბმა’’ და მეოთხეადგილოსანმა ,,აკადემიამ’’ მეორე შეხვედრა ჩაატარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად ,,ორბი’’ ითვლებოდა, ამ გუნდების პირველი შეხვედრა ,,აკადემიამ’’ მოიგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა. დღევანდელი შეხვედრაც ,,აკადემიას’’ უპირატესობით დაიწყო, რომელიც სამი მეოთხედის შემდეგ 58:52 ლიდერობდა და ფინალამდე ათი წუთიღა აშორებდა.

,,ორბმა’’ დარჩენილი დრო შესანიშნავად ჩაატარა, რომელმაც ანგარიში ჯერ გაათანაბრა, შემდეგ წინ გასვლაც მოახერხა 70:66 შეძლო მეტოქის დამარცხება და სერიაში ანგარიში გაათანაბრა-1:1.


,,ორბის’’ გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ნიკოლოზ გურგენიძემ შეიტანა, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 30 ქულა დააგროვა.

,,აკადემიას’’ შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი ლაშა მიქელაძემ აჩვენა, რომლის ანგარიშზე 26 ქულა და 13 მოხსნაა.

ამ წყვილში ფინალისტის ვინაობა მესამე, დამატებ ითი მატჩის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

0.123996