საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა. თეოდორა კახიანის ოქროს დღეს სანდრო ბაზაძემ ბრინჯაო მიამატა. ნაკრების ლიდერმა ხმლით ფარიკაობაში უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან – გერმანელ მაქს ჰარტუნგთან წაგებით (11:15) და იტალიელ ლუკა კურატოლისთან ერთად მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ნახევარფინალამდე სანდრო ბაზაძემ ჯგუფში თურქ ენვერ ილდირიმს (5:2), ბელარუს სერგეი კისელს (5:1), უკრაინელ ბოგდან პლატონოვს (5:0), რუს კამილ იბრაგიმოვსა (5:3) და ბრიტანელ უილიამ დერის (5:1) აჯობა. მეთექვსმეტედფინალში უკრაინელი დმიტრო პუნდიკი დაამარცხა (15:13), მერვედფინალში – იტალიელი ლუიჯი სამელი (15:14), ხოლო მეოთხედფინალში – უნგრელი სანად გემესი (15:7).
საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში სანდროს ძმა - ბექა ბაზაძე, საბა სულამანიძე და ნიკა შენგელიაც ჩაებნენ. მათ შორის უკეთესი შედეგი ბექა ბაზაძემ აჩვენა – ჯგუფში ხუთი შეხვედრიდან სამი მოიგო, ოცდამეთორმეტედფინალში ბრიტანელ ჯონათან ვებს სძლია (15:12), მეთექვსმეტედფინალში – ბელგიელ სეპ ვან ჰოლსბეკს (15:11). მერვედფინალში კი იტალიელ კურატოლისთან ვეღარას გახდა (4:15).
საბა სულამანიძემ ჯგუფში ექვსი შეხვედრიდან ორი მოიგო და ოცდამეთორმეტედფინალში თურქ ენვერ ილდირიმთან დამარცხდა. ნიკა შენგელიამ კი ჯგუფის ხუთი შეხვედრიდან ოთხი წააგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვულოცავ სანდროს და მთლიანად ნაკრებს, წარმატებას გისურვებთ მომავალშიც ! ! !
სანდრო ბრავო ! გილცოავ !
vulocav sandros da dzalian mixaria qartvelta aseti warmatebebi da rogorc chans olimpiadadze agar viqnebit mxolod damokidebuli: jidaobaze, dziudodze da dzalosnobaze. Kidev ertxel vulucav sandros da teodoras
ყოჩაღ, ვულოცავ მეც.
ვუერთდები მილოცვებს
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს... სერიოზულ შედეგს
ებეეე !!! ასეთი ხმალაობა თბილისში კრწანისის ომის მერე აღარ ყოფილა DDDDDDDDD
სანდროს ვულოცავ მედალს და დიდ წარმატებებს ვუსურვებ მომავალში.