მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველით მატეო კოვაჩიჩით ლონდონის “არსენალი” და “ტოტენჰემი” დაინტერესდნენ.
23 წლის ხორვატი ფეხბურთელის შეძენის სურვილი იტალიურ “მილანს”, “რომას” და “ინტერსაც” აქვთ.
მატეო კოვაჩიჩმა 2016-2017 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 38 მატჩი ჩაატარა და 2 გოლიც გაიტანა. ამავე პერიოდში 7-ჯერ მოირგო ნაკრების მაისური.