ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა ევრობასკეტ 2017-ისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ევროპის ჩემპიონაზე ლატვიის ნაკრებს ლიდერები, “ნიუ იორკ ნიქსის” კალათბურთელი კრისტაპს პორზინგისი და “სან ანტონიოს” მოთამაშე დავიდ ბერტენსი დაეხმარებიან.
ლატვიელთა წინასწარი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
იანის სტრელნიეკსი, დაირის ბერტანსი, იანის ბლუმსი, ჟანის პეინერსი, ინგუს იაკოვიჩკსი, იანის ტიმა, ოიარს სილინსი, კრისტაპს პორზინგისი, კასპარს ბერზინში, ანდრეი გრაჟულისი, კლავს კავარსი, ილია გრომოვი, დევიდ ბერტანსი.
ლატვია დ ჯგუფში დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, სერბეთის, თურქეთის და ბელგიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
ევრობასკეტი 2017 სტარტს 31 აგვისტოს აიღებს და 17 სექტემბერს დასრულდება.