იტალიური “მილანის” წარმომადგენლები ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელის, ანდრეა ბელოტის ტრანსფერის საკითხის განსახილველად “ტორინოს” ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
მილანელები მზად არიან წელიწადში 20 მილიონი ევრო გაიღონ და 23 წლის იტალიელი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა ეტაპობრივად დაფარონ. საერთო ჯამში, 60 მილიონის გადახდის შემთხვევაში “როსონერი” სრულიად გამოიყიდის ბელოტის.
“მილანის” გარდა ბელოტის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს “მანჩესტერ იუნაიტედი”.
თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ მისი ბავშობის საყვარელი გუნდი “მილანია”, სურს, რომ სწორედ “როსონერის” მაისური მოირგოს და ამით დიდი ოცნება აიხდინოს.
ანდრეა ბელოტიმ გასულ სეზონს “ტორინოს” რიგებში 38 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.