ჩოგბურთი

10:43 | 15.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის მოულოდნელი მარცხი

დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი შტუტგარტის ტურნირის 1/8-ფინალში მსოფლიოს 302-ე ნომერთან გერმანელ ტომი ჰაასთან მოულოდნელად 6:2, 6:7, 4:6 დამარცხდა.

პირველი სეტი შვეიცარიელმა მარტივად მოიგო. მეორე პარტიაში როჯერი ბრეიკით 2:1 დაწინაურდა, მაგრამ ჰაასმა სეტის ტაი-ბრეიკამდე მიყვანა მოახერხა, სადაც როჯერს მატჩ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა გერმანელმა 10:8 მოიგო და შეხვედრაში მესამე გადამწყვეტი სეტის თამაშის უფლება მოიპოვა. 2:2-ზე ტომიმ ბრეიკი შეასრულა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ურთიერთშეხვედრებში ფედერერი ჰაას 14:3-ს ამარცხებს.

მეოთხედფინალში ჰაასი მიშა ზვერევს შეხვდება.

0.117154