კალათბურთი

22:05 | 14.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

იმერლები დაწინაურდნენ

საქართველოს 16 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ჩემპიონატის პლეი ოფის მეორე ნახევარფინალური წყვილის პირველ შეხვედრაში, ერთმანეთს ,,დინამო’’ და ,,ქუთაისი’’ დაუპირისპირდნენ, რომლებმაც რეგულარულ ჩემპიონატში შესაბამისად მეორე-მესამე ადგილები დაიკავეს.

ამ შეხვედრაში დაძაბული თამაში იყო მოსალოდნელი და ასეც მოხდა. 82:78 გაიმარჯვა ,,ქუთაისმა’’ და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

პირველი ტაიმის შემდეგ იმერლები ოთხი ქულის სხვაობით 35:31 იგებდნენ. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მეორე ტაიმი ფრედ დასრულდა და სტუმრებმა პირველ ნახევარში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს.

საუკეთესო იყო ,,ქუთაისის’’ კალათბურთელი პაპუნა კირთაძე, რომელმაც თანაგუნდელთა მიერ დაგროვილი ქულების ნახევარზე მეტი 44 ქულა დააგროვა და იმერლების გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა. მასპინძელთა შორის 28 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო შედეგი ირაკლი კილაძემ აჩვენა.

ამ გუნდების მეორე შეხვედრა 16 მაისს გაიმართება.

0.118965