ფეხბურთი

17:51 | 14.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი მამიჩს ფულის მითვისებისთვის უჩივის

“დინამო” ზაგრების ყოფილ დირექტორს ზდრავკო მამიჩს ბრალად ედება დიდი ოდენობით თანხის მითვისება.

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, რომელიც 2008 წლამდე “დინამოში” თამაშობდა, შემდგომ “ტოტენჰემში” გადავიდა, ეჭვობს, რომ მის ტრანსფერში გადახდილი თანხის ნახევარი ზდრავკომ მიითვისა და საქმის გამოიძიებას ითხოვს.

“ვფიქრობ, რომ “დინამომ” ჩემს ტრანსფერში 21-დან 23 მილიონამდე ევრო მიიღო “ტოტენჰემიდან”. ხელშეკრულების თანახმად, ამ თანხის 50% მე უნდა მიმეღო, თუმცა არ მიმიღია. გადმორიცხვის შემდეგ მამიჩმა მოხსნა თანხა და მის ძმას ზორანს და შვილს მარიოს გაუნაწილა”

უახლოეს მომავალში სასამართლოში განიხილება კიდევ ერთი ხორვატი ფეხბურთელის, “ლივერპულის” მცველ დეიან ლოვრენის საჩივარიც, რომელიც “დინამომ” 2010 წელს “ლიონს” მიჰყიდა.

რაც შეეხება ლუკა მოდრიჩს, მან ახალგაზრდული კარიერა 2001 წელს სწორედ “დინამო” ზაგრებში დაიწყო და მთავარ გუნდში 2003 წელს გადავიდა, რომლის შემადგენლობაში 94 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.

ზდრავკო მამიჩი “დინამოს” აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე 2003-2016 წლებში საქმიანობდა. მას ფინანსურ საკითხებზე კანონთან პრობლემები 2015 წელსაც ჰქონდა.

0.145031