ფეხბურთი

14:14 | 14.06.2017 | ნანახია NaN - ჯერ

პორტუგალიური წყარო: "ბენფიკა" მაკარიძეზე ფიქრობს

პორტუგალიური Abola წერს, რომ საქართველოს ნაკრების მეკარით გიორგი მაკარიძით ლისაბონის "ბენფიკაა" დაინტერსებული. არ დავიწყებთ იმაზე წერას, თუ რამხელა სხვაობაა "მორეირენსესა" და "ბენფიკას" შორის. ეს ტრანსფერი თუ განხორციელდა, ბოლო წლების ყველაზე ხმაურიან ქართულ ტრანსფერადაც მოინათლება.

"მაკარიძემ პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა პორტუგალიაში. მან შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა "მორეირენსეში" და წესით, დიდი ნახტომი უნდა გააკეთოს კარიერაში" - წერს Abola.

"ბენფიკას" პირველი მეკარე გახლდათ ედერსონ მორეირა, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს კარიერას. სამაგიეროდ, დარჩა ცნობილი ჟულიო სეზარი - 37 წლის, ბრაზილიის ნაკრებისა და "ინტერის" ყოფილი გოლკიპერი. ჟულიო სეზარმა შარშან მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა პორტუგალიის ჩემპიონატში.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:58 | 01.03.2017
Buratino (3505)

კაშო მიდი, მიაწექი! რთული თამაში გელით ამაღამ, მაგრამ უნდა შეძლოთ სპარტას ძლევა. აი მერე ალბათ შედგება ფინალში "ალკმაართან" ეგრეთ წოდებული "შეხვედრა წარსულთან" (უფრო სწორად ჯონ ვან დე ბრომთან) სადაც უნდა აიხდინო შენი ოცნება!

11:05 | 01.03.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მიდი ბოლომდე მიაწექი რეალური შანსია მოგების

08:35 | 01.03.2017
ogafa (10230)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066209
სარეკლამო ადგილი - 99
X x X