ფეხბურთი

14:46 | 14.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი და "სარაგოსა" - დღე-დღეზე ელიან

გიორგი პაპუნაშვილი, სავარაუდოდ, მალე გააფორმებს კონტრაქტს ესპანურ "სარაგოსასთან". ესპანური პრესაც წერს, რომ კლუბის სპორტული დირექტორი ლალო არანტეგი თბილისის "დინამოსთან" მოლაპარაკების ბოლო სტადიაშია.

სხვათა შორის, "სარაგოსამ" ამ ზაფხულს უკვე 5 ფეხბურთელი შეიძინა. ზოგიერთთან წინა თვეებში ჰქონდა მიღწეული წინასწარი შეთანხმება.

"სარაგოსა" დიდი ტრადიციების მქონე კლუბია და ძალიან გაუგრძელდა სეგუნდა დივიზიონში ყოფნა. მიზანი, რა თქმა უნდა, პრიმერაში გადასვლა იქნება.

0.116543