ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში საქართველო 19 წლამდე ნაკრებმა ბულგარეთში მოწყობილ შეკრებაზე ადგილობრივ თანატოლთა ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა.
11 ივნისს ჩატარებულ პირველ სპარინგში გიორგი ყიფიანის შეგირდებმა მასპინძლები 1:0 დაამარცხეს. მატჩის ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე შალვა ბურჯანაძემ გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა ეს შეხვედრაში ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
გუგეშაშვილი (79’ კერესელიძე), კახიძე (72’ ბუღრიძე), ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური, სამურკასოვი (72’ ფოჩხუა), არდაზიშვილი (72’ მალი), კუცია (72’ ჩოგაძე), კოხრეიძე (72’ არველაძე), ჩაკვეტაძე (60’ ქოჩორაშვილი), კვანტალიანი (72’ საღრიშვილი).
13 ივნისს, ბულგარეთისა და საქართველოს 19 წლამდე ნაკრებები ისევ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამჯერად გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. ქართველები მე-16 წუთზე გიორგი კუციამ დააწინაურა, თუმცა ყიფიანის შეგირდებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს, ორი გოლი გაუშვეს და 1:2 დამარცხდნენ. გუშინდელ სპარინგში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:
ჩოჩიშვილი, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური (77’ კვანტალიანი), არდაზიშვილი (44’ საღრიშვილი), კუცია (32’ სამურკასოვი, 77’ ფოჩხუა), კოხრეიძე (58’ ბუღრიძე), ჩაკვეტაძე (58’ არველაძე), მალი, ქოჩორაშვილი (71’ ჩოგაძე), ლაკვეხელიანი
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წინ დასკვნით შეკრებას თბილისში, ეროვნული ლიგის მეორე წრის დასრულების შემდეგ გაივლის.
შეგახსენებთ, 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. თამაშები თბილისსა და გორში გაიმართება. A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ჩეხეთის, შვედეთისა და პორტუგალიის ნაკრებები. გიორგი ყიფიანის გუნდი პირველ შეხვედრას 2 ივლისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩების განრიგი