ფეხბურთი

12:11 | 14.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ბრალი ვერ დაუმტკიცეს

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს ესპანეთის საგადასახადო სამსახური გადასახადებისაგან თავის არიდებაში ადანაშაულებდა და პორტუგალიელ ფეხბურთელს პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა მას წაყენებული ბრალდება ვერ დაუმტკიცეს.

პროკურატურის ინფორმაციით, რონალდუ 2011 წლიდან მოყოლებული ფინანსური სქემების გამოყენებით საგადასახადო სამსახურს ყოველწლიურად დიდი ოდენობის თანხას უმალავდა. ფეხბურთელის აგენტი ხორხე მენდესი კი კატეგორიულად უარყოფს გარემარბისადმი წაყენებულ ყველა ბრალდებას.

კრიშტიანუ რონალდუ 2004 წლიდან, მას შემდეგ რაც “მანჩესტერში” გადავიდა, კომპანია ტოლინის 100%-ის მფლობელი გახდა, რომლის მოგებამ 12 753 685.28 ევრო შეადგინა. ფეხბურთელის მტკიცებით, “რეალში” მისი გადასვლის შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბრიტანეთში მდებარეობს, კანონიერად ახერხებდა ყველა გადასახადის გადახდას.

სასამართლო პირველი მოსმენით რონალდუს ხუთწლიანი პატიმრობით ემუქრებოდა, თუმცა დღესდღეობით “სამეფო კლუბის” ფორვარდი უდანაშაულოდ ითვლება.

0.118872