მადრიდის “ატლეტიკომ” ფრანგ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. “როხიბლანკოს” ვებგვერდის ინფორმაციით, გრიზმანი მადრიდულ გუნდში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
“ბოდიშს ვუხდი ჩემს ხალხს, რომლებმაც ალბათ ჩემი სიტყვები არასწორად გაიგეს. მას შემდეგ, რაც აქ ვარ გუნდისთვის ყველაფერი გავიღე და ბედნიერი ვარ, რათა კიდევ ერთი წელიწადი ვიქნები თქვენთან ერთად. ახლა შვებულებაში მივდივარ, შემდეგ კი დავბრუნდები და მოვემზადები ახალი სეზონისთვის”, - განაცხადა გრიზმანმა.
ანტუან გრიზმანი “ატლეტიკოში” 2014 წელს გადავიდა და იქედან მოყოლებული გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. გასულ სეზონში მან ლა ლიგაში თავი 16-ჯერ გამოიჩინა.