ფეხბურთი

19:41 | 13.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტესისა" და ყაზაიშვილის გზები ისევ გაიყრება

როგორც იცით, ვაკო ყაზაიშვილი განათხოვრებით გახლდათ ვარშავის "ლეგიაში". ქართველი ნახევარმცველი არნემის "ვიტესს" დაუბრუნდება, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად - ისევ გაანათხოვრებენ, ან გაყიდიან.

ყაზაიშვილი რამდენიმე გუნდს სურს, თუმცა სახელები არ კონკრეტდება. ეს არ იქნება "ლეგია", სადაც ქართველმა კარგი სეზონი ვერ ჩაატარა: სათამაშო პრაქტიკა აკლდა და გოლის გატანაც მხოლოდ ერთხელ მოახერხა. ფაქტია, პოლონეთის ჩემპიონ გუნდში გადასვლა მისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი გამოდგა.

შეგახსენებთ, ყაზაიშვილმა 11 ივნისს მოლდოვა-საქართველოს შესარჩევ მატჩში გოლი გაიტანა.

0.118214