ფეხბურთი

17:12 | 13.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირანმა მუნდიალზე გასვლა გაინაღდა

ირანის ეროვნული ნაკრები მეორეა, რომელმაც 2018 წლის მუნდიალზე გასვლა გაინაღდა. პირველი ბრაზილია იყო.

აზიის საკვალიფიკაციო ზონაში ირანელებმა შინ 2:0 აჯობეს უზბეკეთს და სულ ცოტა, მეორე ადგილი გაინაღდეს ჯგუფში. ირანის ნაკრებს პორტუგალიელი კარლუშ კეირუში წვრთნის, გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი კი 22 წლის ნახევარმცველი სერდარ აზმუნია. ეს ფეხბურთელი "როსტოვში" თამაშობს.

ირანი აქამდე ოთხ მუნდიალზე მონაწილეობდა. 1978, 1998, 2006 და 2014 წლებში. სულ 12 მატჩი ჩაატარა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ერთხელ მოიგო - 1998 წელს აშშ-ის ნაკრებთან 2:1.

0.127526