კალათბურთი

16:33 | 13.06.2017 | ნანახია 0 - ჯერ

სტივ კერი: “იღბლიანი ადამიანი ვარ”

“გოლდენ სტეიტის” მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ გუნდის გაჩემპიონების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“იღბლიანი ადამიანი ვარ, ნბა-ს ჩემპიონი ვარ, როგორც მოთამაშე, ისე მწვრთნელი. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, საოცარი ბიჭები მყავს. ძალიან დიდი და მომქანცველი სეზონი გამოგვივიდა, ჩვენ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ, ყველას ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას”- განაცხადა კერიმ.

სტივ კერი, როგორც კალათბურთელი ნბა-ს 5-გზის ჩემპიონია, ხოლო როგორ მწვრთნელი - ორგზის.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.06776