კალათბურთი

12:50 | 13.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსის უნიკალური მიღწევა

“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი გახდა ნბა-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი, რომელმაც სუპერფინალური სერია საშუალოდ სამმაგი დუბლით დაასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

“გოლდენ სტეიტიმა” “კლივლენდს 4:1 აჯობა. ხუთ თამაშში “მეფე” საშუალოდ ერთ შეხვედრაში 33.6 ქულას, 12 მოხსნას და 10 პასს აკეთებდა.

ამასთან, ლებრონ ჯეიმსმა პლეი-ოფში ჩატარებული თამაშების რაოდენობით შაკილ ონილს გადაასწრო. მას 217 საპლეიოფო შეხვედრა დაუგროვდა. ლებრონის წინ არიან: კობი ბრიანტი (220 მატჩი), ტონი პარკერი (221), ქარიმ აბდულ-ჯაბარი (237), რობერტ ჰორი (244), ტიმ დანკანი (251), დერეკ ფიშერი (259).

0.113815