ფეხბურთი

12:20 | 13.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 21-წლამდელები მონტენეგროში დამარცხდნენ

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა, ევრო 2019-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში, მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. გია გეგუჩაძის გუნდი 12 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს 21 წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში 2:3 დამარცხდა.

ჯვაროსნები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ საბოლოოოდ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და დამარცხდნენ. ქართველთა მხრიდან დუბლით გიორგი ხარაიშვილი გამოირჩა.

მთავარმა მწვრთნელმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ქურდაძე, მარგველაშვილი (გიორგაძე), ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, ელოშვილი (ალთუნაშვილი, ართმელაძე), მოხევიშვილი (ჩაჩუა), თევზაძე, შულაია (გიორბელიძე), მაჭარაშვილი (ბიძინაშვილი), იმნაძე (კიკნაძე)

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ევრო 2019-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 1 სექტემბერს შინ პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სფფ-ის პრესსამსახური

0.112954