თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში საქართველოს ნაკრებმა წარმატებით დაიწყო - თეოდორა კახიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა! ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალური შეხვედრა უნგრელ ლიზა პუსტალს 15:12 მოუგო, ფინალურ დაპირისპირებაში კი იტალიელი როსელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა. ამ დრომდე ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი არ გვყოლია! თეოდორა კახიანმა ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა!
ევროპის ჩემპიონატი ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში 12-17 ივნისს Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნის 408 სპორტსმენი (235 ვაჟი, 173 ქალი).
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 22 სპორტსმენით წარდგება.მედლები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებაში, ხმლით და რაპირით ფარიკაობაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების ლიდერი, რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სანდრო ბაზაძე ბილიკზე 15 ივნისს გავა და მედლისთვის ხმლით ფარიკაობაში იბრძოლებს.
ევროპირველობის პარალელურად თბილისი ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესსაც უმასპინძლებს, რომელშიც 44 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთვება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გილოცავ თეოდორა , მადლობა ქართველი გულშემატკივრის სახელით
გილოცავ თეოდორა ! ! !
წარმატებები ჩვენ ნაკრებს!
ვულოცავ და მომავალ წარმატებებს ვუსურვებ
საიდან ? როგორ ?
სპორტსმენი, რომლის სახელიც არასოდეს გამიგია ევროპის ჩემპიონი ხდება. ფენომენალურია მართლაც. ბრავო, ბრავო და ბრავო !!!
ამ სპორტშიც სასიკეთო ძვრებია როგორც ჩანს.
და საერთოდ 2017 წელი ინდივიდუალურად ქართველი სპორტსმენებისთვის მართლაც წარმატებულია ჯერჯერობით.
ამერიკაშია გაზრდილი და იქ სწავლობდა და მიტომ არ ვიცოდით, კარგია რო ჩვენი სახელით გამოდის
ბრავოოო !!! გილოცავ თეოდორა ! წარმატებებს გისურვებ !
ყოჩაღ, გილოცავ. ნამდვილად არ მოველოდი.
ეგ 1 და სხვა მრავალი გამარჯვება მოგველოცოს.