ფეხბურთი

21:49 | 12.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვალბუენა „ფერენბახჩეში“

ვეტერანი ფრანგი ნახევარმცველი მატიე ვალბუენა კარიერას „ფენერბახჩეში“ გააგრძელებს. როგორც თურქული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, „ლიონის“ შემტევთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მასთან კონტრაქტი უახლოეს ხანებში გაფორმდება.

გარდა ამისა, ვალბუენამ საკუთარ ვებგვერდზე ფოტო განათავსა აეროპორტიდან, სადაც ნათლადაა ასახული, რომ იგი სტამბულში მიემგზავრება.

მატიე ვალბუენა „ლიონში“ 2015 წლის აგვისტოში გადავიდა და მას შემდეგ „ოლიმპიკის“ რიგებში 69 თამაშში 10 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110474