ლეგენდარული ჰოლანდიელი მეკარის ედვინ ვან დერ საარის შვილი ჯო ვან დერ საარი კარიერას „ადო დენ ჰააგში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობილება.
19 წლის კიპერი აქამდე ამსტერდამის „აიაქსში“ ასპარეზობდა. გავრცელებული ცნობით, იგი დამდეგ სეზონს „დენ ჰააგის“ ახალგაზრდულ გუნდში გაატარებს.
ჯო ვან დერ სარმა ფეხბურთის თამაში „მანჩესტერ იუნაიტედში“ იმ დროს დაიწყო, როდესაც მამამისი ინგლუსური გრანდის რიგებში გამოდიოდა. შემდეგ იყო „ნურდვაიკის“ აკადემიაში, „აიაქსში“ კი, 2013 წელს ჩაირიცხა.