საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალ გუნდში ვიხილოთ. იტალიური მედიის ცნობით, 27 წლის თავდამსხმელს თავისთან სერია A-ს ბინადარი “ბოლონია” ეპატიჟება.
გავრცელებული ინფორმაციით, “როსობლუს” სპორტული დირექტორი რიკარდო ბიგონი “ემპოლისთან” აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ფეხბურთელის ტრანსფერზე.
აქვე გეტყვით, რომ მჭედლიძემ გასულ სეზონში 15 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. მისი გუნდი კი, სერია B-ში დაქვეითდა, სადაც ქართველ ფეხბურთელს თამაში არ სურს.
ლევან მჭედლიძე “ემპოლის” 2010 წელს “პალერმოდან” შეუერთდა, ხოლო კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.