კალათბურთი

18:46 | 12.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“პანათინაიკოსი” საბერძნეთის ჩემპიონია

საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეხუთე გადამწყვეტ შეხვედრაში “ოლიმპიაკოსი” შინ “პანათინაიკოსთან” 51:66 დამარცა. სუპერფინალური სერია “პანათინაიკოსმა” 3:2 მოიგო და საბერძნეთის ჩემპიონის ტიტული 35-ედ მოიპოვა. ამ მხრივ მეორე ადგილს 12 ტიტულით “ოლიმპიაკოსი” იკავებს.

გადამწყვეტ შეხვედრაში “პანათინაიკოსმა” მეტოქეს მეორე და მესამე პერიოდებში ჯამში 43:20 მოუგო. მატჩში ყველაზე მეტი 13 ქულა რივერს ეკუთვნის, კალატესმა 12 ქულა ჩააგდო, “ოლიმპიაკოსში” 9 ქულით და 5 პასით ვასილის სპანულისი გამოირჩა.

“ოლიმპიაკოსის” გულშემატკივრებმა კლუბის მარცხის გამო, დარბაზში არეულობა მოაწყვეს, რის გამოც სამარალდამცავების საქმეში ჩართვა გახდა საჭირო.

0.206239