“როლან გაროსის” დარსულების შემდეგ რეიტინგში ცვლილებები მოხდა. ტურნირის ტრიუმფატორმა რაფაელ ნადალმა მეოთხედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ფინალისტი სტანისლას ვავრინკა მესამეა, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩი მეორედან მეოთხე ადგილზე გადავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 8 პოზიციით წინ წაიწია და 55-ეა.
- ენდი მარეი – 9890 ქულა
- რაფაელ ნადალი – 7285
- სტანისლას ვავრინკა – 6175
- ნოვაკ ჯოკოვიჩი – 5805
- როჯერ ფედერერი – 4945
- მილოშ რაონიჩი – 4450
- მარინ ჩილიჩი – 4115
- დომინიკ ტიმი – 3985
- კეი ნიშიკორი – 3830
- ალექსანდრ ზვერევი – 3070
55. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 866