ფეხბურთი

22:00 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კაპელო მწვრთნელობას დაუბრუნდა

ლეგენდარული იტალიელი ფაბიო კაპელო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა. 70 წლის სპეციალისტი ამიერიდან ჩინეთის სუპერ ლიგაში, კერძოდ, “ჯიანგსუ სანინგში” იმუშავებს. აღნიშნულ ინფორმაციას აზიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

იტალიელი მწვრთნელი ჩინეთში წელიწადნახევარი დარჩება და ამ დროში ანაზღაურების სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს. კაპელოს სამწვრთნელო შტაბში იქნებიან ახლო წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელები, ჯანლუკა ძამბროტა და კრისტიან ბროკი.

ფაბიო კაპელო ბოლოს რუსეთის ნაკრებს ედგა სათავეში (2012-2015 წლებში). მანამდე იყო ინგლისის ნაკრებშიც. რაც შეეხება საკლუბო კარიერას: “მილანს”, “რომას”, “იუვენტუსსა” და “რეალს” ედგა სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109056