ჭადრაკი

1:04 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონი ერთ-ერთი აუტსაიდერია

ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ვაჟთა შორის, რომელსაც ნორვეგიის ქალაქი სტავანგერი მასპინძლობს.

ზედიზედ სამი ყაიმის შემდეგ დამარცხდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი, რომელიც ლეონ არონიანს ეთამაშებოდა და ოთხი ტურის შედეგ, 1.5 ქულით ერთ-ერთი აუტსაიდერია.

აპარეზობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰიკარუ ნაკამურამ შეძლო მაქსიმ ვაშიე - ლაგრავის დამარცხება, 3 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა.

მეოთხე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ანიშ გირი(ჰოლანდია) - ვიშვანათან ანანდი(ინდოეთი) -1:0

უესლი სო (აშშ) - სერგეი კარიაკინი (რუსეთი)-0.5:0.5

ფაბიანო კარუანა(აშშ) - ვლადიმერ კრამნიკი(რუსეთი)- 0.5:0.5

ჰიკარუ ნაკამურა(აშშ) - მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი(საფრანგეთი)-1:0

ლეონ არონიანი(სომხეთი) - მაგნუს კარლსენი(ნორვეგია)-1:0

სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ:

1.ნაკამურა-3.0 ქულა

2-3. კრამჰიკი, არონიანი-2.5-2.5

4-7. გირი, კარუანა, სო, კარიაკინი-2.0-2.0

8-9. ანანდი, კარლსენი-1.5-1.5

  1. ანანდი-1.0

მეხუთე ტურის შეხვედრათა განრიგი:

კარლსენი-გირი

ვაშიე-ლაგრავი-არონიანი

კრამნიკი-ნაკამურა

კარიაკინი-კარუანა

ანანდი-სო

0.117965