ფეხბურთი

19:31 | 10.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერი - ყველაზე სტაჟიანი ჰოლანდიელი

სტამბოლის “გალათასარაის” ფეხბურთელი ვესლი სნეიდერი ჰოლანდიის ნაკრების ისტორიაში შევიდა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ლუქსემბურგთან მატჩისას “ნარინჯისფერთა” მაისური 131-ედ მოირგო და ამდენჯერ ჰოლანდიის ნაკრებში არავის უთამაშია.

სნეიდერმა ლეგენდარული ედვინ ვან დერ სარის რეკორდი დაამხო, რომლის აქტივშიც 130 მატჩი იყო. აღსანიშნავია, რომ ვესლიმ ისტორიული თამაში გატანილი გოლითაც აღნიშნა.

სნეიდერს ჰოლანდიის ნაკრებში დებიუტი 2003 წელს ჰქონდა. ითამაშა ევროპის ჩემპიონატებზე 2004, 2008 და 2012 წლებში, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე 2006, 2010 და 2014 წლებში. ხსენებულ 131 მატჩში მან 31 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118891