ფეხბურთი

14:29 | 10.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ზლატანი “მანჩესტერს” დატოვებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მანჩესტერული ხანა დასრულდა. როგორც “იუნაიტედის” ვებაიტი იტყობინება, ვეტერანი შვედი ფორვარდი 1 ივლისიდან გუნდის წევრი აღარ იქნება. ზლატანს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი ეწურება, ხოლო მის გახანგრძლივებას ინგლისური კლუბი არ აპირებს.

შესაბამისად, იბრაჰიმოვიჩს ახალი გუნდის ძებნა მოუწევს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სადაა მისი მორიგი გაჩერება.

შეგახსენებთ, ზალატან იბრაჰიმოვიჩი “მანჩესტერს” ერთი წლის წინ, პსჟ-დან შეუერთდა და ჟოზე მოურინიუს გუნდს 28 გოლით შეეწია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

0.064653