კალათბურთი

8:53 | 10.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 6 ქულა და მარცხი კლივლენდში

“კლივლენდ კავალიერსმა” სუპერფინალური სერიის მეოთხე მატჩში შინ ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” 137:116 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 15 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 6 ქულა და 3 მოხსნა შესძინა. ზაზამ 2-დან ორი ორქულიანი და 4-დან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას მატჩის ბედი პირველსავე პერიოდიში გადაწყდა, რომელიც “კლივლენდმა” 49:33 მოიგო, “კავალერიამ” მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობა. “კლივლენდის” ჩაგდებული 49 ქულა სუპერფინალების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. მატჩში ყველაზე მეტი 40 ქულა “კლივლენდის” გამათამაშებელმა კაირი ირვინგმა ჩააგდო. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა, 31 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა. კევინ ლავს 23 ქულა ჰქონდა. “გოლდენ სტეიტში” 35 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა, კარის 14 ქულა და 10 პასი ჰქონდა.

სერიას “გოლდენ სტეიტი” 3:1-ს იგებს. მომდევნო შეხვედრა 13 ივნისს ოკლენდში თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

0.120647