ფეხბურთი

23:06 | 9.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანიოლი “ბაიერნში” მწვრთნელად დაბრუნდა

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მცველი ვილი სანიოლი გერმანულ გრანდში დაბრუნდა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 40 წლის ფრანგი სპეციალისტი მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თანაშემწედ იმუშავებს.

“ანჩელოტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და გამოცდილი მწვრთნელია და ჩემთვის უდიდესი პატივია, მე რომ ამირჩია” - ციტირებს სანიოლის სიტყვებს “ბაიერნის” პრესსამსახური.

ვილი სანიოლი “ბაიერნის” შემადგენლობაში 2000-2009 წლებში თამაშობდა. გუნდთან ერთად ხუთჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ოთხჯერ თასის მფლობელი, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული. სამწვრთნელო საქმიანობა 2013 წელს საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებში დაიწყო, 2014 წლიდან “ბორდოს” თავკაცი იყო, საიდანაც 2016 წლის მაისში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

0.140623