ფეხბურთი

16:03 | 9.06.2017 | ნანახია NaN - ჯერ

ოფიციალურად: “პორტუს” ახალი მწვრთნელი ჰყავს

პორტუგალიის ტიტულოვან კლუბ “პორტუს” ამიერიდან სერჟიუ კონსეისაუ გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას “დრაკონების” ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. ახლო წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ნუნუ ეშპირიტუ სანტუს პოსტი დაიკავა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

თავის მხრივ, კონსეისაუს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია, მაგრამ გასულ სეზონში “ნანტს” ლიგა 1-ში ადგილი მოაპოვებინა. ამ საქმეს კი, ხელი 2012 წელს “ოლიანენსეში” მიჰყო.

სერჟიუ კონსეისაუ ფეხბურთელის რანგში “პორტუში” 1996-1998 წლებში ირჯებოდა. წარმატებული კარიერა კი, იტალიაში ჰქონდა, სადაც “ლაციოს”, “პარმასა” და “ინტერის” რიგებში გაისარჯა. პორტუგალიის ეროვნულ გუნდში 1996-2003 წლებში 56 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:39 | 09.09.2016
jjjj (4)

იანტბელიძეს უკბინე ერტ ადგილას რა სირი ხარ

11:50 | 09.09.2016
mst (1810)

ლკასიკები კარგი გვყავს,მაგრამ თავისუფლები სუსტები არიან,იანტბელიძე ძალიან სუსტი მწვრთნელია.ეგ უნდა მოაშორონ ნაკრებს და ეროვნულში კლასიკებს დარჩია.

11:08 | 09.09.2016
BEERTRANCE (97819)

აბა თქვენ იცით

10:39 | 09.09.2016
kakhaberry (2630)

და გოგონები რომელ სტილში ჭიდაობენ, თუ უბრალოდ როგორც მოუხერხდებათ

პ.ს. ისე 17 წლის გოგოს რა გაჭიდავებს, წადი გაიპრანჭე (შოვინიზმ ინ ექშენ)

0.066327