“მილანმა” შვეიცარიელი მცველის, რიკარდო როდრიგესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 24 წლის ფეხბურთელი იტალიურ გუნდს 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და “როსონერისთან” კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
“სან სიროზე” როდრიგესის გადაბარგების შესახებ აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ შეთანხმებას ოფიციალური სახე გუშინ საღამოს მიეცა.
რიკარდო როდრიგესმა სახელი “ვოლფსბურგში” თამაშით გაითქვა და ბოლო წლებში ძირითად შემადგენლობაში უცვლელად ხვდებოდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნუ რაღაცას ცდილობენ, იმედია გაუწევენ იუვეს კონკურენციას.
ევროპაში აჯობებს იმედია, სერია ა-ში კი ვერც ვერასოდეს ჯობდა იუვეს.
ხამესსის ყიდვაც უნდათო.მილანი იმედია მოიხოდება შემდეგი. სეზონისთვის რა ჯობია ამ დონე გუნდის ყურებას...
აი მილანი მაგარა იხოდება)