ჭადრაკი

11:37 | 9.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ კვლავ მოიგო

დასასრულს მიუახლოვდა ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალი ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელსაც ბელარუსის დედაქალაქი მინსკი მასპინძლობს. ტურნირზე მე-9 ტურის პარტიები გათამაშდა.

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ ზედიზედ მეექვსე პარტია მოიგო და პირველ ადგილზე მყოფ დევიდ ჰოუელისაგან ნახევარი ქულაღა აშორებს.

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოჭადრაკეებიდან ამ ტურში, ჯობავას ჩათვლით, სამმა მოიგო, ამდენივემ წააგო, ხოლო ოთხმა ყაიმი გააკეთა.

მე-9 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

გევეინ ჯონსი (2654, ინგლისი) - ბაადურ ჯობავა (2713) 0:1

მიხეილ მჭედლიშვილი (2605) - ბორის გრაჩევი (2658, რუსეთი)0.5:0.5

იგორ კოვალენკო (2657, ლატვია) - ლუკა პაიჭაძე (2568) 0.5:0.5

მარტინ კრავშივი (2653, უკრაინა) - თამაზ გელაშვილი (2563) 0.5:0.5

დავით ჯოჯუა (2581) - ლუკა ლენიჩი (2641, სლოვენია) 0.5:0.5

(ალექსეი სარანა (2472, რუსეთი) - ლევან ფანცულაია (2594) 1:0

თორნიკე სანიკიძე (2518) - მათეუს ბარტელი (2657, პოლონეთი) 1:0

ნათან ბირნბოიმი (2358, ისრაელი) - ზურაბ სტურუა (2555) 0:1

მერი არაბიძე (2374) - ვოიტეჩ პლატი (2522, ჩეხეთი) 0:1

მარიამ ჯურჩიკი (2501, სლოვაკეთი) - ნოე თუთისანი (2347) 1:0

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურში გამარჯვება ვერ მოახერხა და მხოლოდ ყაიმით დაკმაყოფილდა, ერთპიროვნული ლიდერობა მაინც შეინარჩუნა ინგლისელმა დევიდ ჰოუელმა (2684), რომელსაც ახლა 7.5 ქულა აქვს. 7.0-7.0 ქულით მე-2-მე-5 ადგილებს ჯობავა, მაქსიმ მატლაკოვი (2714, რუსეთი), არმან მიქაელიანი (2444, სომხეთი) და ანტონ დემჩენკო (2629, რუსეთი) ინაწილებენ.

ქართველი მოჭადრაკეების მიერ დაგროვილი ქულები:

ჯობავა-7.0

ჯოჯუა, პაიჭაძე, მჭედლიშვილი, გელაშვილი - 6.0-6.0

სტურუა, სანიკიძე - 5,5-5,5

ფანცულაია - 5.0

თუთისანი, არაბიძე - 4.0-4.0

მეათე ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ანტონ დემჩენკო (2629, რუსეთი) - ჯობავა

რუსლან პონომარიოვი (2712, უკრაინა) - მჭედლიშვილი

ჯოჯუა - იგორ კოვალენკო (265, ლატვია)

ლუკა ლენიჩი (2641, სლოვენია) - პაიჭაძე

გელაშვილი - მუსტაფა ვილმაზი (2617, თურქეთი)

სტურუა - ზდენკო კოზული (2617, ხორვატია)

ზბუნეკ ჰრაჩეკი (2612, სლოვაკეთი) - სანიკიძე

ფანცულაია - ანდრეას დირმაირი (2472, ავსტრია)

ილია სმირნი (2676, ისრაელი) - თუთისანი

სერგეი ულასევიჩი (2125, ბელარუსი) - არაბიძე

0.133711