მადრიდის “რეალის” შემტევი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი შესაძლოა, “არსენალში” გადავიდეს. კოლუმბიური მედიის ინფორმაციით, “მეთოფეები” მზად არიან ხამესის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღონ. ეს შეთავაზება კი, “რეალს” აკმაყოფილებს.
მადრიდული ყოფით კმაყოფილი არც კოლუმბიელი ფეხბურთელია, რომელსაც მეტი სათამაშო დროის მიღება სურს. აღსანიშნავია, რომ მის მიმართ ინტერესს მილანის “ინტერიც” იჩენს, თუმცა ინგლისელთა შეთავაზება უფრო მომგებიანია ესპანური გუნდისთვის.
ხამეს როდრიგესი “რეალში” სამი წლის წინ გადავიდა, მაგრამ ზინედინ ზიდანის გუნდში მისვლის შემდგომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.