მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ Forbes-ის მონაცემებით მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენთა შორის ლიდერობას ზედიზედ მეორე წელია არავის უთმობს.
პორტუგალიელი ფეხბურთელის მთლიანი შემოსავალი წელიწადში 93 მილიონ დოლარს უტოლდება. აქედან 58-ს იგი ხელფასისა და პრემიების სახით იღებს, ხოლო დანარჩენ 35 მილიონს – სარეკლამო ბიზნესით.
მეორე ადგილზეა “კლივლენდის” კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, ხოლო მესამეზე “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი.
პირველი ათეული ასეთია:
კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი, პორტუგალია) – 93 მილიონი დოლარი
ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი, აშშ) – 86.2 მილიონი
ლიონელ მესი (ფეხბურთი, არგენტინა) – 80 მილიონი
როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი, შვეიცარია) – 64 მილიონი
კევინ დურანტი (კალათბურთი, აშშ) – 60.6 მილიონი
რორი მაკილროი (გოლფი, ჩრდილოეთ ირლანდია) – 50 მილიონი
ენდრიუ ლაკი (ამერიკული ფეხბურთი, აშშ) – 50 მილიონი
სტეფენ კარი (კალათბურთი, აშშ) – 47.3 მილიონი
ჯეიმს ჰარდენი (კალათბურთი, აშშ) – 46. 6 მილიონი
ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1, დიდი ბრიტანეთი) – 46 მილიონი