ფეხბურთი

11:52 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისი ევროპა ლიგის ფინალისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ჩემპიონთა ლიგის ფინალი: ბაქო ან მადრიდი

თბილისი და კერძოდ „დინამო არენა“, 2019 წლის ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. უეფამ ოფიციალურად შეამცირა იმ ქალაქთა ნუსხა, რომელთაც 2018-2019 წლების სეზონის ევროტურნირებზე გადამწყვეტი მატჩების მასპინძლობა შესაძლოა მიენდოს.

ჩემპიონთა ლიგა 2019 წლის გვიან გაზაფხულზე ან მადრიდში გაიმართება („მეტროპოლიტანოზე“, „ატლეტიკოს“ ახალი სტადიონი), ანაც ბაქოში (ოლიმპიურ სტადიონზე). რაც შეეხება ევროპა ლიგის ფინალს, აქ სამი კანდიდატურაა შერჩეული: სევილია („რამონ სანჩეს პისხუანი“), სტამბული („ვოდაფონ არენა“) და იგივე ბაქოს ოლიმპიური სტადიონი. აქვე გეტყვით, რომ თავდაპირველად თბილისიც იყო კანდიდატთა შორის, თუმცა, როგორც ჩანს, უეფამ ამჯერად არჩევანი სხვა ქალაქზე შეაჩერა.

რაც შეეხება 2019 წლის ევროპის სუპერთასის მატჩს, იგი ტირანაში, ტულუზაში, ჰაიფაში, ასტანაში, ბელფასტში, გდანსკში ან სტამბულში (ისევ „ვოდაფონ არენაზე“) გაიმართება.

საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა 21 სექტემბერს მიიღებს და სწორედ მაშინ გვეცოდინება სამივე მატჩის მასპინძელი ადგილი. აქვე გეტყვით, რომ 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს კიევი უმასპინძლებს.

0.116672