სატრანსფერო ფანჯარა ახალი გახსნილია, მაგრამ „მილანმა“ უკვე მესამე ფეხბურთელი დაიმატა. რიკარდო როდრიგესი - შვეიცარიის ნაკრებისა და აწ უკვე „ვოლფსბურგის“ ყოფილი მარცხენა მცველი.
24 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე წარმატებით გაიარა, ხოლო „როსონერიმ“ მის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადა.
„მილანს“ ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს - არ მყოლია იდეალი, მაგრამ ბევრი ფეხბურთელი, მთელი გუნდი მომწონდა. 3 ნომერი არ არის ჩემთვის საუკეთესო, მაგრამ ერთ-ერთი ფავორიტია. ასევე მომწონს 13 და 33 ნომრები. ერთი სული მაქვს ახალი სეზონი დაიწყოს და „მილანს“ მაღალ დონეზე დაბრუნებაში დავეხმარო“, - აღნიშნა როდრიგესმა.
შეგახსენებთ, როდრიგესამდე „მილანმა“ მატეო მუსაჩო და ფრანკ კესიე დაიმატა. რიკარდო როდრიგესს რაც შეეხება, იგი ცნობილი „ვოლფსბურგიდან“ გახდა, სადაც 2012 წლიდან თამაშობდა, ხოლო გასულ სეზონში 24 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.