ფეხბურთი

18:08 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეშის ულტიმატუმი

ბრაზილიელი განაპირა მცველი დანი ალვეში ტურინის „იუვენტუსს“ ულტიმატუმს უყენებს. UOL Esporte-ს ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელი „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობას ასეთ მოთხოვნას უყენებს: კონტრაქტის გახანგრძლივება ან იტალიას დატოვებს.

დანის „იუვენტუსთან“ მიმდინარე ხელშეკრულება 2018 წელს ეწურება, მაგრამ მისი ერთი წლით გახანგრძლივება უნდა. ჯერჯერობით უცნობია „ბიანკონერის“ პასუხი, თუმცა კლუბი წინააღმდეგი არ უნდა იყოს, რადგან ბრაზილიელი ფეხბურთელი აპენინს ჩინებულად მოერგო.

დანი ალვეში „იუვენტუსს“ ერთი წლის წინ შეუერთდა, ყველა ტურნირის ჩათვლით გასულ სეზონში 33 თამაში ჩაატარა და 6 გოლი შეაგდო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ალვეშს ინგლისური გუნდები „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ იწვევენ.

0.116397