საქართველოს 18 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ჩემპიონატში ფლეი ოფის მეოთხედფინალური სერიის ორი შეხვედრა შედგა.
პირველი მატჩი რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული ზაზა 1-ს და თსუ-ს შორის გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო ზაზა 1-მა დამაჯერებელი ანგარიშით 88:50 შეძლო სტუდენტების გუნდის დამარცხება და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მეორე წყვილში ერთმანეთს რეგულარულის მეოთხეადგილოსანი ,,აკადემია’’ და მეხუთე ადგილზე გასული ,,არმია’’ დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომელიც არმიელებმა ოთხი ქჯულის სხვაობით 74:70 მოიგეს და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც მათი მეტოქე ზაზა 1 იქნება.
მეოთხედფინალური სერიის მესამე შეხვედრა ხვალ ჩატარდება. ნახევარფინალის საგზურისათვის ,,ჰიუნდაი’’ და ,,სოხუმი’’ იბრძოლებენ.