ფეხბურთი

22:02 | 7.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები არაბიძემ იხსნა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სენტ კიტსის და ნევისის ნაკრები ამხანაგურ მატჩში 3:0 დაამარცხა. “ჯვაროსნებს” ისეთი ადვილი გასეირნება არ გამოუვიდათ, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა – მეტიც, პირველი ტაიმი საერთოდ უგოლოდ დასრულდა.

შეხვედრაში გარდატეხა 19 წლის გიორგი არაბიძემ შეიტანა, რომელიც მეოდანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა. არაბიძემ ჯერ საჯარიმო დარტყმა გაიტანა თავის სტილში, მერე პენალტით სხვაობა გააორმაგა. სხვათა შორის, ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა მიჯრით მეორე მატჩში მოახერხა ეროვნული გუნდის მაისურით თავის გამოჩენა და ახლა მის ანგარიშზე 2 თამაშში 3 გოლია.

დღევანდელ მატჩს კი, წერტილი ვლადიმერ დვალიშვილმა დაუსვა – 3:0. საქართველოს ნაკრები ახლა მთლიანად მოლდოვასთან მატჩისთვის მოემზადება, რომელიც 11 ივნისს გაიმართება.

0.131984