ფეხბურთი

21:20 | 7.06.2017 | ნანახია 1101 - ჯერ

"დორტმუნდმა" ფილიპი დაიმატა

"დორტმუნდმა" "ფრაიბურგის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი მაქსიმილიან ფილიპი დაიმატა. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 23 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გააფორმა.

ფილიპი "ფრაიბურგის" სარეზერვო შემადგენლობიდან მთავარ გუნდში 2014 წელს დააწინაურეს. ფეხბურთელმა გასულ სეზონში 27 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, მაქსიმილიანის სანაცვლოდ "დორტმუნდმა" 20 მილიონი ევრო გადაიხადა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:38 | 07.06.2017
tomasmuller (668)

ბრავო ბორუსია შესანიშნავი შენაძენია თან ეს როისის შემცვლელათ განიხილება სულ ტრამვების გამო ძლიერდება დორტმუნდი უკვე შეიძინეს თოფრაქი,დაჰუდი,

0.12483