ჩოგბურთი

12:18 | 7.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“როლან გაროსის” პირველი ნახევარფინალური წყვილი

“როლან გაროსის” ნახევარფინალში შვეიცარიელი ტიმეა ბაჩინსკი 19 წლის ელენა ოსტაპენკოს შეხვდება. ოსტაპენკო 2007 წლის (ანა ივანოვიჩი) შემდეგ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, რომელმაც ამ ტურნირის ნახევარფინალში გააღწია.

1/4-ფინალში ბაჩინკსიმ კრისტინა მლადენოვიჩი 6:4, 6:4 დაამარცხა, ხოლო ოსტაპენკომ კაროლინა ვოზნიაცკის 4:6, 6:2, 6:2 აჯობა.

ბაჩინსკი-ოსტაპენკოს შეხვედრა 8 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული.

“როლან გაროსის” მთლიანი საპრიზო ფონდი 36 მილიონ ევროს შეადგენს.

0.111989