ჭადრაკი

22:54 | 6.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგია მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატს მასპინძლობს

დღეიდან 16 ივნისის ჩათვლით, ნორვეგიის ქალაქი სტავანგერი ვაჟთა შორის გრანდიოზულ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირს მასპინძლობს, რომელშიც მსოფლიოს ათი საუკეთესო მოჭადრაკე მონაწილეობს.

ამ ტურნირში, პირველ ათეულში მყოფი მოჭადრაკეებიდან, სხვადასხვა მიზეზით მხოლოდ მეხუთე ადგილზე მყოფი შახრიარ მამედიაროვი (2800, აზერბაიჯანი) და მეათეადგილოსანი დინ ლირენი (2783, ჩინეთი) ვერ თამაშობენ, რომლებიც შესაბამისად მე-11-მ-12 ადგილებზე მყოფმა მსოფლიოს ვიცე ჩემპიონმა სერგეი კარიაკინმა და ანიშ გირმა ჩაანაცვლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ტურნირს თამამად შეიძლება მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატი ეწოდოს.

ტურნირი ერთ წრედ, ცხრა ტურად ჩატარდება. დასვენების დღეებია 9 და 13 ივნისი. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ჩემპიონის ვინაობას ტაი ბრეიკი, ანუ ბლიც პარტიები გამოავლენს. პირველ - მესამე ადგილზე გასული მოჭადრაკეები შესაბამისად 70, 40 და 25 ათას ევროს მიიღებენ.

კენჭისყრის შემდეგ ტურნირის მონაწილე მოჭადრაკეები ასე განაწილდნენ.

1.ჰიკარუ ნაკამურა (2785, აშშ )

2.ლევონ არონიანი (2793, სომხეთი )

3.მაგნუს კარლსენი (2838, ნორვეგია )

4.მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი(2796, საფრანგეთი)

5.ვლადიმერ კრამნიკი (2808, რუსეთი)

6.სერგეი კარიაკინი (2781, რუსეთი)

7.ვიშვანათან ანანდი (2786, ინდოეთი)

8.უესლი სო (2812, აშშ )

9.ფაბიანო კარუანა(2808, აშშ)

10.ანიშ გირი (2771, ჰოლანდია)

პირველი ტურის შეხვედრათა განრიგი:

ნაკამურა - გირი

არონიანი - კარუანა

კარლსენი - სო

ვაშიე-ლაგრავი - ანანდი

კრამნიკი - კარიაკინი

0.11708