ფეხბურთი

21:15 | 6.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კოლაშინაცი “მეთოფეა”

ლონდონის “არსენალმა” მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერება უკვე დაიწყო. როგორც “მეთოფეთა” ვებგვერდი გვამცნობს, 1 ივლისიდან მათ რიგებს გელზენკირხენის “შალკეს” მცველი სეად კოლაშინაცი შეავსებს.

23 წლის ბოსნიელი მარცხენა მცველი “არსენალმა” თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, ვინაიდან მას “შალკესთან” ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

სეად კოლაშინაცის მიმართ ინტერესს იტალიური გუნდებიც იჩენდნენ, მაგრამ მან ნისლიან ალბიონზე გადაბარგება ამჯობინა. კოლაშინაცი “შალკეში” 2011 წლიდან მოყოლებული ირიცხებოდა, ხოლო გასულ სეზონში მხოლოდ ბუნდესლიგის ეგიდით 25 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

0.112198