უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის მიუხედავად “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მასიმილიანო ალეგრის სრულ ნდობას უცხადებს. იტალიური გამოცემების ცნობით, მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და ხვალ, დღის პირველ ნახევარში ალეგრი კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად გააგრძელებს.
იტალიელი სპეციალისტი "იუვეში"2019 წლის ზაფხულამდე დარჩება. ძველი ხელშეკრულება კი, 2018 ივნისში იწურებოდა. ახლა კი, იმ ჭორებს, რომლის მიხედვითაც მასიმილიანო იტალიის ჩემპიონს მიმდინარე ზაფხულს დატოვებდა, წერტილი დაესვა.
ალეგრიმ “იუვენტუსი” 2014 წლის ზაფხულში ჩაიბარა და სამი სეზონის განმავლობაში ერთობ ნაყოფიერად იმუშავა: სამჯერ მოიგო სკუდეტო, ამდენჯერვე იტალიის თასი, ერთხელ იტალიის სუპერთასი. გარდა ამისა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა გუნდი, მაგრამ ვერცხლის მედლებით მოუწია დაკმაყოფილება.